Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა გოჩიაშვილი: "გართობა და თამაში ცოტა ხნით უნდა მოვიკლო"


ბექა გოჩიაშვილი და მონტროს ფესტივალის კიდევ ერთი ლაურეატი, აზერბაიჯანელი ისფარ სარაბსკი
ბექა გოჩიაშვილი და მონტროს ფესტივალის კიდევ ერთი ლაურეატი, აზერბაიჯანელი ისფარ სარაბსკი
13 წლის პიანისტი ბექა გოჩიაშვილი ჯაზურ მუსიკას უკრავს და საუცხოო შანსი აქვს, მალე მსოფლიომ გაიცნოს. თუმცა, ბექას უკვე იცნობენ არა მარტო მუსიკალურ, არამედ პოლიტიკოსთა წრეებშიც. ბექას დაკვრით მოიხიბლნენ ჯაზის სამშობლოს, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, თავადაც მშვენიერი პიანისტი, კონდოლიზა რაისი; აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც თბილისში ამას წინათ ყოფნისას მოუსმინა მოზარდ პიანისტს.

ბექა გოჩიაშვილი პრაღაში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:53 0:00
ამ კვირის დასაწყისში ბექა გოჩიაშვილი პრაღაში გვესტუმრა და დაუკრა საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ კონცერტზე, რომელიც შარშანდელი აგვისტოს ომის წლისთავს მიეძღვნა. ოქროპირ რუხაძე ესაუბრა ბექა გოჩიაშვილს და მის მენტორსა და კოლეგას - ქართული ჯაზის ლეგენდას, კონტრაბასისტ თამაზ ყურაშვილს. პრაღაში მათ ერთად დაუკრეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG