Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მესამე ადამიანი გარდაიცვალა შავი ჭირით

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, სინხუას ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქში მესამე ადამიანი გარდაიცვალა პნევმონიური შავი ჭირით. ამ წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 64 წლის მამაკაცია და ის იმავე პროვინციაში გარდაიცვალა, სადაც უკანასკნელ დღეებში კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა ფილტვის ამ გადამდებ დაავადებას. ქალაქს კარანტინი დაუწესდა და დეზინფექცია უტარდება.
XS
SM
MD
LG