Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მკვეთრად იკლო ოპიუმის მოყვანამ და წარმოებამ


გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში წელს მკვეთრად იკლო ოპიუმის მოყვანამ და წარმოებამ. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის უწყების წლევანდელ ანგარიშში როგორც ვკითხულობთ, ოპიუმის მოყვანამ 22 პროცენტით, წარმოებამ კი 10 პროცენტით იკლო. მთავარ მიზეზად მიჩნეულია ნარკოტიკის გაიაფება, რის გამოც ფერმერები სხვა პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას. ავღანეთზე მოდის მსოფლიოში ოპიუმის წარმოების 90-მდე პროცენტი. ნარკობიზნესიდან შემოსავალი ავღანეთში მეამბოხეების დაფინანსებას ხმარდება.
XS
SM
MD
LG