Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მანდატი დაუდასტურა რუსეთს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის დელეგაციისთვის მანდატის დადასტურების შესახებ. მისთვის ხმის ჩამორთმევას მოითხოვდა ასამბლეის 72 წევრი. რეზოლუციას რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების შენარჩუნებაზე 88 დელეგატი მიემხრო, წინააღმდეგი იყო 35. როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ შეუსრულებია მისთვის წაყენებული მოთხოვნების უმრავლესობა, ასამბლეა ამბჯობინებს დაუდსტუროს მანდატი რუსეთის დელეგაციას იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთის ხელისუფლების ჩართვას კონსტრუქციულ დიალოგში ასამბლეის რეზოლუციებთან დაკავშირებით. საქმე ეხება რეზოლუციებს საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე.
XS
SM
MD
LG