Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ ოპოზიციას შეხვდა


ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიგაუდას უშაცკასის შეხვედრა საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან სასტუმრო „თბილისი–მარიოტში“ ჩატარდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით მათ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნეს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და მისი გადაჭღის გზებსაც შეეხენ. შეხვედრაზე საგარეო საფრთხეებსა და ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნაზე.ც ილაპარაკეს. ამ დასკვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ვიგაუდას უშაცკასის აზრით, ეს დასკვნა, გაკვეთილად უნდა გამოადგეს ყველას - რუსეთს, საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებასაც. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან გაჩეჩილაძე და ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

XS
SM
MD
LG