Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა სომხეთთან ხელმოწერილი ორი ოქმი

თურქეთის საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიას“ ცნობით, მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა სომხეთთან ხელმოწერილი ორი ოქმი, რომლებითაც მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დაპირისპირებისთვის ბოლოს მოღებას. თურქეთმა და სომხეთმა 10 ოქტომბერს მოაწერეს ხელი შეთანხმებებს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების და საერთო საზღვრის გახსნის შესახებ, რასაც წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები. მაგრამ ოქმებს მოწინაღამდეგეები ჰყავს როგორც სომხეთს და თურქეთში, ისე მეზობელ აზერბაიჯანში, რომელიც თურქეთის ახლო მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG