Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში მილიონობით ადამიანი შიმშილობს


გაეროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში სურსათის მწვავე დეფიციტია და ქვეყნის მოსახლეობის მესამედს - 24 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება. ვიტიტ მუნტარბორნი, გაეროს საგანგებო მომხსენებელი ჩრდილოეთ კორეაზე აცხადებს, რომ სურსათის მსოფლიო პროგრამით მხოლოდ 2 მილიონი ადამიანის დახმარება ხერხდება რვა მილიონზე მეტიდან, ვისაც სურსათით დახმარება სჭირდება. მომხსენებლის თანახმად, სურსათის დეფიციტს ერთვის საერთაშორისო დახმარების შემცირება (რაც ჩრდილოეთი კორეის მიერ ბირთვული გამოცდებით არის გაპირობებული), აგრეთვე ”რეპრესიული” ხელისუფლების მიერ მოქალაქეების უფლებების დარღვევა. გაეროში ჩრდილოეთი კორეის ელჩის მოადგილემ ეს ინფორმაცია ”მტრული ძალების” მიერ დანერგილ ”სიცრუედ” შეაფასა.
XS
SM
MD
LG