Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი მაჭარაშვილი, თამარ გურჩიანი

 ირაკლი მაჭაარშვილი (მარცხნივ), თამარ გურჩიანი
ირაკლი მაჭაარშვილი (მარცხნივ), თამარ გურჩიანი
ერთი წლის წინ შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” ომის შემდეგ საქართველოსათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნა. მონიტორინგის შედეგებზე სასაუბროდ, სტუდიაში 23 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში სტუმრად იყვნენ საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ გურჩიანი და ასოციაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი.

მათი განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში მომზადდა სპეციალური რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი გაუზიარებენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს ასევე დონორ ორგანიზაციებს. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები. როგორც სტუმრებმა რადიო თავისუფლების ეთერში აღნიშნეს, დარღვევები ძირითადად ტენდერების ჩატარების პროცესში გამოვლინდა. დახმარების ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე - ეს იყო მონიტორინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ასოციაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, დევნილთათვის ხე-ტყის მოპოვების თვალსაზრისით და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მიმართებაში, სადაც პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის.
  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG