პარასკვევს, 6 ნოემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის” მესამე სეზონი დაიწყო. გიორგი გვახარიას ამ ციკლის პირველი გადაცემა ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ პიროვნებას საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ლევ ტროცკის.
ვინ იყო იგი და რა ვიცით ტროცკის შესახებ? რამდენად მართალია თუნდაც ის მითი, რომ ტროცკის სძულდა ქართველები და საქართველო? რა იგულისხმება მის უკიდურეს მემარცხენეობაში? ამ თემებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.