Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი თქმით, მისი ქვეყანა დაიცავს თავის ბირთვულ ობიექტებს


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ირანი დაიცავს თავის ბირთვულ ობიექტებს. ირანის მედიას მოჰყავს მისი სიტყვები, რომ ბირთვული პროგრამის შეჩერება უადგილოა, და რომ თეირანი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან მაღალ დონეზე თანამშრომლობს. აჰმადინეჟადის თქმით, ირანს გადასაწყვეტი აქვს მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, მიიღოს თუ არა სააგენტოს შუამავლობით შემუშავებული გეგმა, რომ თეირანმა ურანი უცხოეთში გატანოს ბირთვული საწვავის მისაღებად. რუსეთმა თეირანს გუშინ მოუწოდა, დადებითად მიღოს ეს წინადადება.
XS
SM
MD
LG