როგორც იქნა, გაიტანეს ლისაბონის ხელშეკრულება, ევროკავშირის მომავალი მუშაობის განმსაზღვრელი ახალი წესდება, და პირველი შედეგიც არის: გუშინ 27 წევრი ქვეყნის მეთაურებმა ევროპის კავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი აირჩიეს. პრეზიდენტი იქნება ბელგიის პრემიერ-მინისტრი, 62 წლის ჰერმან ფან რუმპე, რომელიც ითვლება შესანიშნავ გამრიგებლად, ხოლო კეტრინ ეშტონი საგარეო პოლიტიკას გაუძღვება.
ევროპრეზიდენტად ფან რუმპეს არჩევას მსოფლიო, მთლიანობაში, დადებითად შეხვდა. ყველაზე შორეული კუთხე ამ კონტინენტისა, თურქეთი, ვერ არის გახარებული ბელგიელი პოლიტიკოსისთვის ორგანიზაციის მმართველობის ჩაბარებით, რადგან თურქეთს ახსოვს ფან რუმპეს ხუთი წლის წინანდელი ნათქვამი, „თურქეთი არ არის ევროპის ნაწილი და არასოდეს გახდება ევროპის ნაწილიო“. ჩეხეთშიც, სადაც ყველაზე ცნობილი ევროსკეპტიკოსია პრეზიდენტად, და საფრანგეთშიც, ისევე როგორც გერმანიასა და ბრიტანეთში, რუმინეთსა და საბერძნეთში, მეტ-ნაკლებად მიესალმნენ ბრიუსელში ახალ არჩევას. თავშეკავებულად ჟღერდა პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკსის ნათქვამი:
„სანდო კანდიდატი ავირჩიეთ. იმას ვერ ვიტყვით, რომ ძლიერ ლიდერთან გვექნება საქმე, მაგრამ ეს უკვე კვირების წინ ვიცოდით.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დროს აქტიურობით გამოირჩეოდა და, აქვე გეტყვით, რომლის დროსაც განსაკუთრებით დიდი ხარჯი ჰქონდა ევროკავშირს, კრიტიკოსებს, რომლებმაც რუმპე შეაფასეს, ასე უპასუხა:
„ეს არის კაცი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს. და ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ის გადაწყვეტილების მიღებისას სუსტი ან ზედმეტად მოქნილია, ალბათ, გაკვირვებულები დარჩებიან, მართლაცდა, გაკვირვებულები დარჩებიან.“
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს პირადად რუმპე არ დაუხასიათებია - თქვა მხოლოდ, კონსენსუსმა გაიმარჯვაო. ამდენი განსხვავებული აზრის პირობებში, ჩემთვის პირადად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პრინციპს, რომელმაც დღეს გაიმარჯვა, - თქვა მერკელმა. - ესაა ის, რომ კონსენსუსი არის წარმმართველი ძალაო.
ორივე პოლიტიკოსი - რუმპეცა და ეშტონიც - უცხოეთში ნაკლებად არის ცნობილი. ბელგიის პრემიერ-მინისტრს კარგი გამრიგებლის სახელი გაუთქვა თავის სამშობლოში მოქნილმა პოლიტიკამ, რის შედეგადაც ბელგიაში კრიზისი დასრულდა. კრიზისი კი წარმოშვა უთანხმოებამ ფლანდრიულ უმრავლესობასა და ფრანგულად მოლაპარაკე ვალონურ უმცირესობას შორის. რუმპე ფლანდრიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრია. მისი დაპირება ასე ჟღერდა:
„როგორც ევროპის საბჭოს არჩეული პრეზიდენტი, ფრთხილად მოვუსმენ ყველას და ვიზრუნებ, რომ ჩვენმა მსჯელობებმა ყველასათვის კონკრეტული შედეგები მოიტანოს.“
მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რუმპეს ამ თანამდებობაზე არჩევა იმავე წინაპირობამ განსაზღვრა, რამაც მას ბელგიის პრემიერ-მინისტრობა მოუტანა. 2008 წელს ის პრემიერად მეფე ალბერტ მეორემ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბერტს ახლა კვლავ პრობლემა აქვს, მოძებნოს შემდეგი პრემიერი თავისი ქვეყნისთვის.
რუმპეს ცოლმა გიირტრუი ვინდელსმა აგვისტოში უთხრა ჟურნალისტებს მეუღლეზე: ყველაფერი გააკეთა, რათა პრემიერი არ გამხდარიყოო. რუმპე ოთხი შვილის მამაა, კათოლიკეა აღმსარებლობით და ეკონომისტის განათლება აქვს მიღებული. ის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ორწელიწად-ნახევრით აირჩიეს და ორი ვადით შეუძლია დაიკავოს პოსტი.
ბრიტანელი ბარონი კეტრინ მარგრეტ ეშტონი ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ხელმძღვანელი იქნება. ის თანამდებობაზე ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ეშტონს, როგორც დიპლომატს, გამოცდილება არა აქვს. ბოლოს მას ვაჭრობის კომისრის თანამდებობა ეკავა. ის ლეიბორისტული პარტიის წევრია და სოციოლოგიაში აქვს მიღებული სამეცნიერო ხარისხი. ადრე სოციალურ მოსამსახურედ მუშაობდა, იყო ასევე ადმინისტრატორი ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაში. პოლიტიკური საქმიანობა მან სულ მცირე თანამდებობიდან დაიწყო ბრიტანეთის ბირთვული განიარაღების უწყებაში. უმუშავია ასევე ბიზნესში - უთანასწორობის დაძლევის სფეროში. ეშტონის მნიშვნელობა ბრიტანეთის პოლიტიკამ პირველად 2001 წელს იგრძნო, როცა ის განათლების უწყების ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნა. მოგვიანებით, როცა 1956 წელს დაბადებული პოლიტიკოსი საკონსტიტუციო საქმეთა დეპარტამენტის მდივნის მოადგილე გახდა, მან ფიცი დადო და ბრიტანეთის დედოფლის მრჩეველთა საბჭოს წევრად ჩაირიცხა; 2007 წელს კი, იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის მოადგილეობისას, გორდონ ბრაუნის მთავრობაში, ლორდთა პალატის ლიდერი და საიდუმლო საბჭოს ლორდი თავმჯდომარე იყო. ეშტონმა, თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ასე სცადა დაემშვიდებინა თავისი კრიტიკოსები:
„ჩვენ გვაქვს კარგი კავშირები, რასაც ადასტურებს სატელეფონო ზარები, უკვე ამ საღამოს რომ გაისმა ჩინეთიდან და აშშ-დან, და იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილება თვითონ იტყვის სათქმელს. ამპარტავანი ვარ? არა! მინდა ისეთ ადამიანად მიმიჩნიონ, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ამბობს? არა. შემაფასეთ ჩემი საქმიანობით და იამაყებთ ჩემით.“
ეშტონს, მეუღლესთან, „ბი-ბი-სის“ ყოფილ პოლიტიკურ მიმომხილველ პიტერ კელნერთან ერთად, ჰყავს ხუთი შვილი.