Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგი: ჩრდილოეთ კავკასიაში დაუსჯელობის ტენდენცია შენარჩუნებულია


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის შეფასებით, ჩრდილოეთ კავკასიაში დამნაშავეთა დაუსჯელობის ტენდენცია შენარჩუნებულია და არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების აქტიურობის ზრდა შეინიშნება. სექტემბერში ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ვიზიტის შედეგად მომზადებულ მოხსენებაში ევროსაბჭოს კომისარი აღნიშნავს, რომ ადამიანთა გაუჩინარებისა და მკვლელობის ფაქტების გამოძიება არაეფექტურია. ”ხელისუფლება მოსახლეობას არა მხოლოდ ტერორისა და არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებებისგან უნდა იცავდეს, არამედ სრულად უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებათა დაცვას, განსაკუთრებით ანტიტერორსტული ოპერაციებისას,” - ნათქვამია თომას ჰამარბერგის მოხსენებაში. კომისარი მოითხოვს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა დამცველებს მუშაობის შესაბამისი პირობები ჰქონდეთ. ჰამარბერგის განცხადებით, აუცილებელია სამართალდამცველთა მკვლელობის და მათზე თავდასხმების ფაქტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.
XS
SM
MD
LG