Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდია პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაშია


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამსახურდიამ, რომელიც მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, ოქტომბერში დააკავეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობა თითქმის ერთი თვის წინ გამოაცხადა. პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას გადაყვანას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის საჭიროებით ხსნის. ცოტნე გამსახურდია ეჭვმიტანილია მეზობლის, დავით ბაჯელიძის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრაში.
XS
SM
MD
LG