Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიელი ამომრჩეველი მინარეთების მშენებლობის წინააღმდეგია


შვეიცარიის ტელევიზიის ინფორმაციით, დღევანდელი რეფერენდუმის წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა მემარჯვენეთა წინადადებას ქვეყანაში ახალი მინარეთების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე. ეს ინფორმაცია ფრანგულენოვანმა ტელევიზიამ გაავრცელა და იქვე დასძინა, რომ ეს შედეგი „დიდ მოულოდნელობას“ წარმოადგენს. ინიციატივა შვეიცარიის მთავრობამ და პარლამენტმა უარყვეს - ის ქვეყნის კონსტიტუციის, რელიგიის თავისუფლების, და ქვეყნის შემწყნარებლური ტრადიციების დარღვევად აღიქვეს. მინარეთები მეჩეთების კოშკებია, საიდანაც მუსულმანებს ლოცვისკენ მოუწოდებენ. წინადადება მემარჯვენე პარტიამ წამოაყენა, რომელიც აცხადებს, რომ მინარეთები ქვეყნის ისლამიზაციის მცდელობის ნაწილია.
XS
SM
MD
LG