სოციალურ მეცნიერებებში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, თუ რა არის ნაციონალიზმი და რა არის პატრიოტიზმი, რა არის ქსენოფობია და რა არის სამშობლოს სიყვარული. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს ცნებები საკმაოდ აღრეულია, რაც პოპულისტ პოლიტიკოსებს მასების მართვისა და მანიპულაციის საშუალებას აძლევს. და არა მარტო პოლიტიკოსებს.
ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში, რომელიც პარასკევს, 4 დეკემბერს გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გიორგი გვახარია თავის სტუმართან, პროფესორ დოდონა კიზირიასთან ერთად შეეცადა აგრესიული ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის ერთმანეთისგან განსხვავებას.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.