Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მილიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული


აფხაზეთის ადგილობრივი მილიცია დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ,“აპსნი პრესის” ცნობით, განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ოთარ ხეციამ. მისი თქმით, მილიცია 12 დეკემბერთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. სულ არჩევნების დღეს წესრიგს 700 მილიციელი დაიცავს. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 12 დეკემბერს ჩატარდება. კენჭს ხუთი კანდიდატი იყრის – სერგეი ბაღაფში, რაულ ხაჯიმბა, ბესლან ბუთბა, ზაურ არძინბა და ვიტალი ბღანბა.

XS
SM
MD
LG