Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო მეთაური შეშფოთებულია ერაყში ირანის სამხედროთა ჯგუფის შესვლით


აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურმა, ადმირალმა მაიკ მალენმა გამოახატა შეფშოთება, ირანის სამხედროთა ჯგუფის ერაყში შესვლის გამო. ირანელ სამხედროთა მცირე ჯგუფმა დაიკავა, ერაყის და ირანის საზღართან მდებარე სადავო ნავთობის საბადო. მალენის თქმით, ის ესაუბრა ერაყის თავდაცვის მინისტრს, მაგრამ ვითარება თეირანის და ბაღდადის ლიდერებმა უნდა მოაგვარონ. ირანელმა ჯარისკაცებმა ამასობაში დატოვეს საბადო, რაც ერაყმაც განაცხადა. მისი ცნობით, ირანის სამხედრობმა, რომლებმაც ორი დღის წინ დაიკავეს ტერიტორია, დაუშვეს ირანის დროშა და დატოვეს ნავთობის საბადო. ერაყის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ერაყის და ირანის ერთობლივი კომისია განიხილავს საზღვრის დემარკაციის საკითხს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მათ სასაზღვრო ძალებს შორის „გაუგებრობის“ გარშემო იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG