Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აქტივისტებმა “დიდების მემორიალის” დემონტაჟი გააპროტესტეს


რუსეთის პოლიტიკური ორგანიზაციის, “მემარცხენე ფრონტის”, აქტივისტებმა მოსკოვში, საქართველოს საელჩოს ყოფილ შენობასთან, აქცია გამართეს და ქუთაისში “საბრძოლო დიდების მემორიალის” დემონტაჟი გააპროტესტეს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, საელჩოსთან აქტივისტებმა გამოფინეს პლაკატი:”სირცხვილი ვანდალებს” და სკანდირებდნენ:”მოვახდინოთ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი”. აქციის დასასრულს “მემარცხენე ფრონტის” წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის ფოტოსურათი დაწვეს.
XS
SM
MD
LG