Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის კომუნისტური პარტიის ყოფილ ლიდერს ორჯერ შეუმცირეს პენსია


პოლონეთის კომუნისტური პარტიის ყოფილ ლიდერს ვოიცეხ იარუზელსკის ორჯერ შეუმცირეს პენსიის მოცულობა. იარუზელსკი აქამდე სამი ათასი დოლარის ეკვივალენტ თანხას იღებდა, თუმცა იანვარში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პრივილეგიები აღარ ვრცელდება პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ თანამშრომლებსა და სამხედრო საბჭოს წევრებზე, რომლებმაც 1981 წელს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. კანონის ძალაში შესვლით, პენსიის მოცულობა შეუმცირდება კომუნისტური სპეცსამსახურის 40 ათასამდე ყოფილ თანამშრომელს.
XS
SM
MD
LG