Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიგიპკო არ გამორიცხავს, უკრაინის პრემიერ-მინისტრობას დათანხმდეს


სერგეი ტიგიპკო - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებს შორის მესამე ადგილზე გასული პრეტენდენტი, არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას დათანხმდეს. 7 თებერვალს დანიშნული მეორე ტურის მონაწილე ტიმოშენკომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტიგიპკოს პრემიერის პოსტი უკვე შესთავაზა. BBC-ს უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში სერგეი ტიგიპკომ განაცხადა, რომ მზად არის საკუთარ სახელს და იმიჯს რისკი შეუქმნას, თუკი ახალი პრეზიდენტი პოპულიზმის გამო ბოდიშს მოიხდის და იტყვის, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი ცვლილებების გამო არაპოპულარული ნაბიჯების არ ეშინია. ტიგიპკოს შეფასებით, უკრაინას სასწრაფოდ მოდერნიზაცია სჭირდება, ხალხს კი - იმის მუდმივად ახსნა, რომ მოდერნიზებულ ქვეყანაში ადამიანები გაცილებით თავისუფალნი არიან.
XS
SM
MD
LG