Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა


ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის და ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა. განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივები. ბაქრაძემ შეხვედრას „ძალიან გულახდილი, კონსტრუქციული და მეგობრული“ უწოდა. მისი თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უცვლელია და საქართველო გახდება ნატოს წევრი. ბაქრაძემ დასძინა, რომ ნატოს გენერალური მდივნის აზრით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოდან გაიყვანოს შეიარაღებული ძალები. გავრცელებული ცნობებით, ანდერს ფოგ რასმუსენი წელს საქართველოში ჩასვლას გეგმავს.
XS
SM
MD
LG