Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ავღანეთის პრობლემებზე სასაუბროდ 70 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა


„ავღანეთს საერთაშორისო დახმარება დაახლოებით 15 წლის განმავლობაში „დასჭირდება“ - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა. ლონდონში 28 იანვარს გახსნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ავღანეთს ეძღვნება, კარზაიმ თქვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სათანადო მომზადებას, სულ ცოტა, ათი წელი მაინც უნდა. ლონდონში ავღანეთის პრობლემებზე სასაუბროდ 70 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG