Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

15-25 საწოლიანი საავადმყოფოები - ჯანდაცვის ახალი პერსპექტივა რეგიონებში


საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რაიონულ ცენტრებში სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აშენების პროცესში სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვებიან. საინიციატივო წინადადებების წარსადგენად სადაზღვევო კომპანიებს 3 თვის ვადა მიეცათ. 2011 წლის ივლისიდან სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ახალი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვას გეგმავს. სადაზღვევო კომპანიაც შესაბამისად, ნებაყოფლობით გადაწყვეტს, უჯობს თუ არა ამ სტანდარტების დასაცავად საკუთარი სამედიცინო ობიექტის აშენება. სამედიცინო მომსახურების მდგომარეობისა და ახალი ინიციატივის განხორციელების პერსპექტივებზე დღეს ”რეგიონულ მაცნეში” მოისმენთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან.
XS
SM
MD
LG