Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია დათანხმდა მიიღოს გუანტანამოს სამხედრო ციხის ყოფილი ტუსაღი


ლატვიის მთავრობა დათანხმდა ამერიკის თხოვნას მიიღოს გუანტანამოს სამხედრო ციხის ყოფილი ტუსაღი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზუსტებენ, რომ გუანტანამოს ყოფილი ტუსაღი წარმოშობით უზბეკია, ლაპარაკობს რუსულად და მზადაა ლატვიურიც შეისწავლოს. ლატვიის ახალი მკვიდრი მიიღებს ყოველთვიურ შემწეობას, კეთილმოწყობილ ბინას და აპატრიდის სტატუსს, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო მაღალი და სარგებლის მომტანია, ვიდრე არამოქალაქეებზე გაცემული იისფერი პასპორტი. ყოფილი ტუსაღი ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დააკავეს. ლატვიაში ის სპეცსამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
XS
SM
MD
LG