Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, არ აპირებენ თალიბების "მოქრთამვას"


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი არ აპირებს თალიბების მოქრთამვას, ავღანეთის მთავრობის მხარეზე მათს გადასაბირებლად. რასმუსენი ალიანსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 140 მლნ დოლარი განკუთვნილია საიმისოდ, რომ მეამბოხეებს შესთავაზონ თალიბანთან დარჩენის ალტერნატივა. ანდერს ფოგ რასმუსენის ამ განცხადების ფონია მორიგი ძალისხმევა თალიბანის არა-რადიკალ წევრებთან შესარიგებლად და მათი პოლიტიკურ პროცესში ჩასართველად. დღეს საღამოს სტამბოლში იწყება ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ ავღანეთის ეროვნული არმიისა და პოლიციის წვრთნის პროგრამის გააქტიურების საკითხებს.
XS
SM
MD
LG