Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი შეშფოთებულია ირანის განცხადების გამო


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ განაცხად, რომ ის შეშფოთებულია ირანის განცხადების გამო, რომ აპირებს ურანის მაღალ დონეზე გამდიდრებას. სააგენტო ოქტომბრის შემდეგ ცდილობს დაიყოლიოს ირანი, მოაწეროს ხელი მრავალმხრივ შეთანხმებას, რომ რუსეთის და საფრანგეთი ირანის ურანს გაამდიდრებენ დაახლოებით 20 პროცენტით და გარდაქმნიან ბირთვულ საწვავად. ირანის ატომური უწყების ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოების 9 თებერვლიდან დაწყებას.თუმცა, სალეჰიმ იქვე შენიშნა, რომ წარმოება შეჩერდება თუკი თეირანი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შეთანხმებას მიაღწევს. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი გამოდის ინიციატივით გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა ირანზე. გეიტსის მოთხოვნას მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG