Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლუმარი რევოლუციის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს თავს დაესხნენ ოპოზიციის ლიდერებს


ირანში სპეცსამსახურის თანამშრომლები თავს დაესხნენ ოპოზიციის ლიდერებს მეჰდი ქარუბისა და ყოფილ პრეზიდენტს მოჰამად ჰათამის. თავდასხმა ისლუმარი რევოლუციის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მიმდინარეობისას განხორციელდა. ქერუბის ვაჟმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მამამისი არ დაშავებულა, თუმცა მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა სხეულის დაზიანება მიიღეს. ჰუსეინ ქერუბის თქმით, თავს დაესხნენ მოჰამად ჰათამის ავტომობილსაც, რომელსაც ქვები დაუშინეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, თეირანის ქუჩებში მოხდა რამდენიმე შეტაკება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.
XS
SM
MD
LG