Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს "სერიოზული შეკითხვები" აქვს აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმის გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთს „სერიოზული შეკითხვები“ აქვს ევროპაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმების მიზნებთან მიმართებით. საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ანდრეი ნესტერენკომ ეს გეგმები მოიხსენია „ნაჩქარევ ანტისარაკეტო გეგმად ევროპისთვის, როცა ევროპული უსაფრთხოების სუსტი არქიტექტურა ხდება მძევალი წარმოსახვითი სარაკეტო საფრთხისა, რომელსაც ცალმხრივად განსაზღვავენ“. საქმე ეხება რუსეთის შეშფოთების გამომხატველ ყველაზე მკვეთრ განცხადებას მას შემდეგ, რაც რუმინეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს მართავს ვაშიგტონთან აშშ-ის რაკეტების გადამტაცების განთავსებაზე, ხოლო ბულგარეთმა ინტერესი გამოთქვა აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემაში მონაწილეობის მიმართ.
XS
SM
MD
LG