Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ


ტაჯიკეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, ხმების 70,6 პროცენტი ერგო სახალხო დემოკრატიულ პარტიას. საქმე ეხება პრეზიდენტ ემომალი რახმონის პარტიას. მას 54 მანდატი ერგო სულ 63-ადგილიან პარლამენტში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირზოალი ბოლტუიევის განცხადებით, ხმების 8,2 პროცენტი და, შესაბამისად, ორი მანდატი მოიპოვა ოპოზიციურმა ისლამური აღორძინების პარტიამ. დასავლელი მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნები არ აკმაყოფილებდა ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG