Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 6200-მდე კანდიდატი იბრძვის 325-ადგილიანი საკანონმდებლო ორგანოს, წარმომადგენელთა საბჭოს მანდატებისთვის. ელექტორატი 19 მილიონამდე ამომრჩევლისაგან შედგება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სულ ცოტა, 24 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში იერიშების შედეგად, რომლებიც დღეს დილას საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ მოეწყო. აფეთქებების შესახებ იუწყებიან სხვა ქალაქებიდანაც, თუმცა მსხვერპლის შესახებ არაფერია ნათქვამი. ერაყის 18 პროვინციაში ათასობით ერაყელი ჯარისკაცი და პოლიციელია განთავსებული. მათ ამერიკელი ჯარისკაცები უწევენ მხარდაჭერას სააჩრევნო პროცესის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში. ელექტორატმა არჩევანი უნდა გააკეთოს შიიტურ ისლამისტურ პარტიებსა და სეკულარული სახელმწიფოს მომხრე პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის პოლიტიკაში შიიტური პარტიები დომინირებენ. დღევანდელი კენჭისყრა რიგით მეორე საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2003 წელს ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღავნელობით განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო.
XS
SM
MD
LG