მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ივნისს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც პარლამენტი დათხოვნილი იქნება 16 ივნისს, მაგრამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 16 ივნისს, რაც ერთი წელი შესრულდება წინა პარლამენტის დათხოვიდან, - სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მიხაი გიმპუ ხელს მოაწერს შესაბამის დეკრეტს. სასამართლოში სარჩელი შეიტანა ოპოზიციურმა კომუნისტურმა პარტიამ. კომუნისტები მიიჩნევენ, რომ მმართველმა კოლაიციამ „ალიანსი ევროპული ინტეგრაციისათვის“ -დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, შეცვალა რა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის კანონი. ეს კანონი ითვალისწინებს პარლამენტის დათხოვნას, თუკი იგი ორჯერ ვერ შეძლებს სახელმიწფოს მეთაურის არჩევას.
ყველაზე პოპულარული
1