Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა უსაფრთხოების ჯგუფმა ხელშეკრულება გააფორმეს


გაერომ და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ თანამშრომლობის დაწყების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ხელი გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ბორდიუჟამ მოსკოვში მოაწერეს. ხელმოწერამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი გაეროსა და ორგანიზაციას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოელის ავღანეთის საკითხთან მიმართებით - განსაკუთრებით ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ბრძოლაში. რუსეთის მედია დეკლარაციას ორგანიზაციისთვის დიდ გამარჯვებად სახავს - რადგან ეს მის აღიარებას ნიშნავს საერთაშორისო ასპარეზზე. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
XS
SM
MD
LG