Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩეჩილაძეს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია


”ალიანსმა საქართველოსთვის” უარყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა შესთავაზეს. თავის მხრივ, მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ პირადად მას არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია.
XS
SM
MD
LG