Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია სუბართან საუბრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას


”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პირველ რიგში აინტერესებს, თუ როგორ დასრულდა სოზარ სუბარის კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ალასანიამ, რომელიც აშშ-იდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა განაცხადა, რომ სუბართან საუბრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას ეცნობება. ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი კონსულტაციებს ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მართავდა.

XS
SM
MD
LG