Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ჩინეთის პრეზიდენტებმა ირანზე იმსჯელეს


აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ იმსჯელეს ვაშინგტონში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინი ამ საკითხზე ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, შეხვედრაზე ირანის საკითხზე რაიმე გარღვევა არ მომხდარა. ჩინეთის წარმომადგენელს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ განცხადებაში ირანის წინააღმდეგ სანქციები არ უხსენებია. მან თქვა - ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე მიმართავს დიპლომატიურ ძალისხმევას და გამონახავს გზებს ირანის საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისთვის. შეგახსენებთ, ბარაკ ობამა ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების მეოთხედ დაწესების მომხრეა.
XS
SM
MD
LG