Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო გომელაურს დღეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ


მსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს დღეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობის ცხედარი “თავისუფალ თეატრში” იყო დასვენებული. შემდეგ მას დიდუბის ეკლესიაში გადაასვენებენ. 15.00 საათზე კი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 39 წლის ასაკში, 13 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სახლში გარდაიცვალა. ნიკო გომელაურს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული და ნათამაშები აქვს ათეულობით როლი თეატრში. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
XS
SM
MD
LG