იემენში ბრიტანეთის ელჩი, ტიმ ტორლოტი, თავდასხმას უვნებელი გადაურჩა. ოფიციალური პირების და თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ გაააქტიურა, როცა ელჩის მანქანამ ახლოს ჩაუარა. პირი, რომელმაც სავარაუდოდ მოახდინა თავდასხმა, აფეთქებისას დაიღუპა. იემენი უკვე წლებია ალ-ყაიდას და სხვა ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვის. ალ-ყაიდის რეგიონული ფრთა იემენშია დაფუძნებული და წარსულში უცხოელების წინააღმდეგ თავდასხმები აქვს მოწყობილი. ჯგუფმა დეკემბერში თავის თავზე აიღო შეერთებული შტატებისკენ მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობა.
ყველაზე პოპულარული
1