უკანონო და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაგრძელდა. არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი მოძრაობების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე გამართეს ”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია, რომელშიც სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მანამდე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები პარლამენტის შენობასთან უკანონო პატიმრებისადმი სოლიდარობის მიზნით შექმნილი მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ წაიკითხა. მოთხოვნებს შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა, მასშტაბური ამნისტია და სასჯელთა შეკრების დღეს არსებული პრინციპის გაუქმება. საპროტესტო აქცია რამდენიმე საათში დასრულდა.
აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრებად მიჩნეულ პირთა გათავისუფლებას მოითხოვენ

ამერიკული მოთხრობა

უკანასკნელი ეპიზოდი
მარიამ გურგენიშვილი კითხულობს ტრუმენ კეპოტის მოთხრობას “მირიამი”
ამერიკული მოთხრობა
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1