Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ქვეყანა ბირთვულ იარაღზე მუშაობს. მისი თქმით, ამ ბრალდებას „ერთი დამაჯერებელი მტკიცებულებაც“ კი არ ამყარებს. აჰმადინეჟადმა ამ თემაზე ისაუბრა გაეროში, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების განსახილველად მოწვეული კონფერენციის გახსნაზე. კონფერენციაში 190-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ირანის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, დაისაჯონ ქვეყნები, რომლებიც ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრებიან. ამ მოწოდებით მან აშკარად იგულისხმა შეერთებული შტატების ახალი, გასულ თვეში გამოქვეყნებული ბირთვული სტრატეგია. გაეროში ირანის პრეზიდენტის გამოსვლისას, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დელეგაციებმა.
XS
SM
MD
LG