ყოველკვირეულ პროგრამა ”წითელ ზონაში”, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში გერმანულ-ქართულ კოლაბორაციას ეძღვნება, გადაცემის სტუმარი ლაშა ბაქრაძე შედარებით უცნობ ისტორიულ ფაქტებს გაიხსენებს და გვიამბობს ქართველებზე, რომლებიც მაღალჩინოსან ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ.
ბევრი მათგანი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ გზით გახდებოდა შესაძლებელი ბოლშევიკების დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.