Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტი ემხრობა კანონპროექტს, რომელიც ნატოში გაწევრიანებაზე უარს ითვალისწინებს


უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი საგარეო და საშინაო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ წარდგენილი კანონპროექტით, უკრაინა უარს ამბობს რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე, რაც ნატოში შესვლაზე უარსაც ნიშნავს. თუმცა, დაშვებულია თანამშრომლობა ალიანსებთან, მათ შორის ნატოსთან და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპაში. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს შემდეგი მოსმენებითაც დაამტკიცებენ. მას მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია.
XS
SM
MD
LG