ირანში ოპოზიციის ლიდერებმა გააუქმეს დემონსტრაცია, რომლითაც 2009 წლის 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი წლისთავი უნდა აღენიშნათ. ოპოზიციის ორმა წამყვანმა ლიდერმა, მირჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი ქარუბიმ განაცხადეს, რომ არ მიუღიათ სანქცია, გამართონ შარშანდელი მოვლენებისადმი მიძღვნილი, როგორც ლიდერები ირწმუნებიან, მშვიდობიანი აქცია. მათი განცხადება რეფორმების მომხრეთა ერთ-ერთმა ვებსაიტმა გაავრცელა დაგეგმილ დემონსტრაციამდე სულ ორი დღით ადრე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა „დასანანი“ უწოდა ირანში ოპოზიციის მიერ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების გაუქმებას.
ყველაზე პოპულარული
1