Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ლიპარტელიანი


მაია ლიპარტელიანი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი.
მაია ლიპარტელიანი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი.
11 ივნისს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი. როგორც პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან მათზე აშკარა ზეწოლა ხორციელდება. ზეწოლა კი მიმართულია იქითკენ, რომ პროფესიულმა კავშირმა არსებობა შეწყვიტოს. მაია ლიპარტელიანის თქმით, განათლების სამინისტრო ცდილობს შექმნას ხოლოვნური, ე.წ. ”ყვითელი პროფკავშირები”, რომლის საშუალებითაც, ისინი შეძლებენ პედაგოგთა პროფკავშირის დაშლას. იმისათვის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა პროფკავშირთან სოციალურ დიალოგს დათანხმდეს, მათ სასამართლოსაც კი მიმართეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მათ შორის რეალურად მსგავსი ტიპის დიალოგი ჯერჯერობით ვერ შედგა. მაია ლიპარტელიანის თქმითვე, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე დღის წინ ჩაატარა რესურს-ცენტრების თათბირი და მათ დაავალა, გადაეცათ სკოლებისათვის, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავს ყველა ის დირექტორი, რომელიც პროფკავშირს საწევროს გადაურიცხავს.
XS
SM
MD
LG