Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების შედეგად, ყირგიზეთს ათასობით უზბეკი ტოვებს


ქალაქი ოშში არეულობის დროს ხანძრი გაუჩნდა რამდენიმე შენობას
ქალაქი ოშში არეულობის დროს ხანძრი გაუჩნდა რამდენიმე შენობას
უზბეკეთმა განაცხადა, რომ ათიათასობით ეთნიკური უზბეკი ტოვებს ყირგიზეთს ბოლო დღეების ეთნიკური შეტაკებების შედეგად. ყირგიზეთის ქალაქ ოშში, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელემა, ანა ნილსენმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალიან ძნელია ლტოლვილთა ზუსტი რიცხვის დადგენა, ლაპარაკობენ ათასობით ლტოლვილზე. უზბეკები ყირგიზეთის მოსახლეობის 14 პროცენტს შეადგენენ. ისინი ოშისა და ჯალალაბადის არეალში მცხოვრებთა მესამედს წარმოადგენენ. ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ დამატებითი ჯარი გაგზავნა ქვეყნის სამხრეთში, რათა ბოლო მოეღოს ეთნიკურ ნიადაგზე სისხლიან შეტაკებებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, იარაღის გამოყენების ნება დართოს ჯარს. ყირგიზებსა და უზბეკებს შორის სამდღიანი დაპირიპირების დროს, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაშავდა. ინციდენტები მოხდა ქალაქებში, ოშშსა და ჯალალაბადში. დღეს იუწყებოდნენ, რომ ოშში, სადაც 24 საათიანი კომენდატის საათი მოქმედებს, შედარებით სიმშვიდეა. სროლა გრძელდება ჯალალაბადში. ორი ეთნოსის წარმომადგენლებმა დღეს დაზავების მიზნით შეხვედრა დაიწყეს.

„ამნესტი ინტერნეშნლმა“ ყირგიზეთის მთავრობას მოუწოდა, დაიცვას ეთნიკური უზბეკური უმცირესობა რასისტული ძალადობისგან და მეზობელ ქვეყნებს მიმართა თხოვნით, გახსნან საზღვრები ლტოლვილთათვის. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდება მოჰყვა ძალადობას სამხრეთ ყირგიზეთში.

აშშ-მა წერილობით განცხადებაში მოწოდება გამოთქვა სასწრაფოდ აღდგეს მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი ყირგიზეთის ქალაქ ოშში და სხვა არეალებში. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ის ფხიზლად აკვირება ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს.
XS
SM
MD
LG