ახალ საბიუჯეტო კოდექსთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების შეხვედრები დღეიდან დაიწყება. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერება მოხდება. მისივე თქმით, ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით ამ დრომდე სამინისტროში რაიმე სერიოზული სახის შენიშვნა არ შესულა. "ჯერჯერობით მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის შენიშვნებია შემოსული. თუმცა, ბუნებრივია, ახალი კოდექსის სამუშაო ვარიანტში ბევრი ხარვეზები გაიპარა, რაც ყველა ახალ პროექტს ახასიათებს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამ დრომდე რაიმე კონცეპტუალური შენიშვნა არ მიგვიღია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.