ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯგუფი სახელწოდებით "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია", რომელშიც რუსეთი ლიდერობს, არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ყირგიზეთში, ეთნიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ყირგიზეთი ამ ორგანიზაციის წევრია ბელორუსიასთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, ტაჯიკეთთან, უზბეკეთთან და რუსეთთან ერთად. რუსეთის მედიის ცნობით, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, რომ ჯგუფს აქვს „ყველაფერი, რაც საჭიროა ასეთ სიტუაციებში სამოქმედოდ“. თუმცა, ბორდიუჟას თქმით, საჭიროა კარგად ჩაფიქრება სათანადო ზომების მიღებამდე. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ რამდენჯერმე მიმართა რუსეთს სამშვიდობო ჯარების გაგზავნის თხოვნით, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ არ გააჩნია მანდატი ვითარებაზე დამოუკიდებლად რეაგირებისთვის.
ყველაზე პოპულარული
1