Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის შვილი


ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დიდ ბრიტანეთში დააკავეს ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის შვილი. ამის შესახებ რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კეშენბეკ დუიშებაევმა განაცხადა. მაქსიმ ბაკიევი აეროპორტ ფარნბოროში ჩასვლისთანავე დააკავეს. ყირგიზეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბაკიევს განზრხული ჰქონდა, დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა. დროებითი მთავრობის ცნობით, დაკავებულს ან ყირგიზეთში ექსტადირება ელოდება, ან იგი დიდი ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე წარდგება. დამხობილმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა კი მოუწოდა ყირგიზეთის დროებით მთავრობას, შეწყვიტოს მისი ოჯახის წევრების და ყოფილი ხელისუფლების მომხრეების დევნა. ყირგიზეთის ახალი მთავრობა ექს-პრეზიდენტის შვილსა და სხვა მის ნათესავებს კორუფციაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG