Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მლადიჩის ოჯახი სასამართლოს სთხოვს, ის გარდაცვლილად გამოაცხადოს


ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი ბოსნიელი სერბის, რატკო მლადიჩის ოჯახმა სერბიის სასამართლოს მიმართა თხოვნით, ის ოფიციალურად გამოაცხადოს გარდაცვლილად. ოჯახის ადვოკატის, მილოშ სალიჩის თანახმად, „2003 წლის შემდეგ აღარაფერს დაუდასტურებია, რომ მლადიჩი ცოცხალია“ - და ოჯახმაც ამის გამო გადადგა ეს ნაბიჯი. ადვოკატი ამბობს, რომ მლადიჩი - რომელიც, თუ ცოცხალია, ახლა 68 წლის არის - მძიმედ იყო ავად და ექიმების დახმარების გარეშე ვერ გადარჩებოდა. მლადიჩი 1992-95 წლებში ბოსნიელი სერბების სამხედრო ლიდერი იყო. მას გაეროს ტრიბუნალი გენოციდის ბრალდებით ეძებს - მისი როლისთვის სრებრენიცაში დაახლოებით 8,000 მუსულმანი კაცისა და ბიჭის გაჟლეტაში და სარაევოს ალყაში. მლადიჩი 15 წელია ძებნილია.
XS
SM
MD
LG