Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა კომპანია ”შევრონისგან” განმარტებებს მოითხოვს


ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში კომპანია ”შევრონის” შესაძლო საქმიანობის შესახებ განმარტების მიღებას საქართველოს მთავრობა უშუალოდ ამერიკული ნავთობკომპანიისგან აპირებს. გასულ კვირაში რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ ამერიკული ”შევრონი” და რუსული ”როსნეფტი” ნოვოროსიისკსა და უშუალოდ აფხაზეთის სიახლოვეს ნავთობის ერთობლივად მოძიებაზე შეთანხმდნენ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნავთობის მოძიების ადგილად აფხაზეთი მითითებული არ არის, თუმცა, თბილისი დეტალების გარკვევას უშუალოდ ”შევრონთან” აპირებს. ამასთან, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ისეთი ავტორიტეტული კომპანია როგორიც ”შევრონია,” პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც საკუთარ იმიჯს, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
XS
SM
MD
LG