Accessibility links

site logo site logo

ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიელებმა შვიდი უპასუხო გოლი გაიტანეს


ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში ორშაბათს ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა. „G“ ჯგუფის შეხვედრაში კეიპტაუნის „გრინ პოინტის“ სტადიონზე, პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიშით 7:0 მოუგო კსდრ-ის გუნდს და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ლიდერობს ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც ორ შეხვედრაში 6 ქულა აქვს და უკვე მოიპოვა მერვედფინალში თამაშის უფლება. დღესვე გამოვლინდა H ჯგუფის ლიდერიც. ჩილეს ნაკრებმა 1:0 სძლია შვეიცარიას და ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზეა. ამავე ჯგუფში ევროპის ჩემპიონმა, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა ჰონდურასის ნაკრები - 2:0.
XS
SM
MD
LG